12, ოქტომბერი 2018 20:03:00
ქალი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, საქართველოში სტერეოტიპებს ამსხვრევს. 52 წლის ტატიანა იაკოვლევა, ღებავს. ღებავს სახლებს, ალამაზებს ინტერიერს და ექსტერიერს. ფუნჯი ხელში 10 წლის წინ აიღო, მას შემდეგ 100- მდე ობიექტი გაარემონტა. აჭარაში 10 დღის წინ ჩამოვიდა და დევნილებისთვის, ასევე ეკომიგრანტებისთვის აშენებული კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდა.
წლების განმავლობაში მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. 10 წლის წინ საქმიანობაზე უარი თქვა და ხელში ფუნჯი აიღო. პირველად საკუთარი სახლი გაღება. საჭიროებიდან გამომდინარე. მაშინ გადაწყვიტა, რომ ეს ის სფეროა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. დღემდე 100-მდე ობიექტი გაღება.
52 წლის ტატიანა აჭარაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მშენებლობაზე იმდღესვე დასაქმდა. ობიექტზე ერთადერთი მღებავი ქალია. როგორც გვიყვება, ეს ფაქტი კაცების გაკვირვებას ხშირად იწვევს.
მღებავი ქალის ხელში ბევრ დიდ პროექტს გაუვლია. მათ შორის საბავშვო ბაღის, პენსიონერთა სახლის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური საქმიანობა სირთულეებს უკავშირდება, მომავალს სხვა მიმართულებით ვერ ხედავს.
ტატიანა იაკოვლევა საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა. მღებავი ქალი სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ პროექტებში მონაწილეობას გეგმავს.