15, ოქტომბერი 2018 20:07:00
ცხოვრება საფრთხის ქვეშ მეწყერსაშიშ ზონაში. მამულაძეები განსახლების და სოციალური დახმარების მოლოდინში არიან. ოჯახში, რომელსაც სახლმწიფომ ფულადი შემწეობაც მოუხსნა, შეზღუდული შესაძლებლობის პირია ცხოვრობს და მკურნალობას საჭიროებს. რატომ არ რეაგირებს უკიდურესად გაჭირვებული მამულაძეების მოთხოვნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია?
ავთანდილ მამულაძე, 3 წლის წინ, მის სახლთან ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულ ეროზიულ პროცეს იხსენებს. ამბობს, რომ ტერიტორია მიწის მასისგან საკუთარი ძალებით გაწმინდა. იმის გამო, რომ 4 წევრიანი ოჯახს ალტერნატიული ფართობი არ გააჩნიათ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
მამულაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მშობლების თქმით, 20 წლის მათეს ხშირად ნერვული შეტევა აქვს, შესაბამისად სახლში მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ მასზე მეურვეობა მამამ აიღო. გვიყვებიან, რომ სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნეს, რომ მეორადი მაცივარი და სარეცხი მანქანა შეიძინეს.
ავთანდილ მამულაძე ირწმუნება, რომ ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს. იხსენებს, რომ სპეციალისტებმა ურჩიეს, რომ ძლიერი წვიმის დროს სახლი დაეტოვებინათ. შესწავლის მიუხედავად ოჯახს დღემდე არ აქვს გეოლოგიური დასკვნა.
ხელვაჩაურის მერიაში ამტკიცებენ, რომ მამულაძეების ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მერის მოადგილის განცხადებით, გეოლოგები ტერიტორიაზე არ მისულა. რეაგირებას კი მოქალაქის მომართვიანობის საფუძველზე აპირებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის ფილიალში კი ამბობენ, რომ ავთანდილ მამულაძეს განცხადება 2016 წლის შემდეგ არ დაუწერია.
20 წლის მათეს, სახელმწიფოსგან დახმარების სახით 180 ლარიანი პენსია და უფასო მედიკამენტები აქვს.