16, ოქტომბერი 2018 17:05:00
,,როგორ იბადება ექსპონატი“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც სტუდენტების თანამონაწილეობით ჩატარდა. ახალგაზრდებმა სხვადასხვა არქეოლოგიური ნივთის გაწმენდაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე ნივთის ექსპონატად მომზადების სპეციფიკასაც გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა საექსპონატო ნივთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის მნიშვნელობის შესახებ სემინარი მოისმინეს. ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიის ორგანიძებით გაიმართა.