17, ოქტომბერი 2018 17:05:00
პრეზიდენტობის კანდიდატმა ბათუმელ ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. თეიმურაზ შაშიაშვილმა მოსახლეობას თავისი პროგრამა და ხედვები გააცნო. „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ - კანდიდატის მთავარი დაპირებაა. პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მან მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის მიერაა დასახელებული