19, ოქტომბერი 2018 14:02:00
აივ ინფექციის, ც ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის დანერგვა ასევე, განხორციელების მეთოდები, გრიპის ეპიდსიტუაცია აჭარაში - ამ საკითხებზე ისაუბრეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის მიზანს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების ეპიდზედამხედველობის ღონისძიების დაგეგმვა და ჯანმრთელობის სფეროში სიახლეების გაცნობა იყო.