19, ოქტომბერი 2018 14:07:00
საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ ნორმას, რომლის თანახმადაც სასამართლოს მანდატური 50 წლის მიღწევისას ავტომატურად თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. საქმის არსებით განხილვაზე, მოსარჩელე მხარემ საკანონმდებლო რეგულაციები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც სხვა სამსახურებში, მათ შორის პოლიციაში მუშაობის შესაძლებლობა ეძლევა 60-65 წლის ასაკის პირებს. მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება თანასწორობისა და სახელმწიფო თანამდებობიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს. ასე აცხადებენ, რომ ისინი ასაკობრივ დისკრიმინაციას და შრომითი უფლებების დარღვევას ხედავენ. სხდომაზე დღესვე დაიკითხა ექსპეტიც. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს