22, ოქტომბერი 2018 14:06:00
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. საზაფხულო თეატრში გრიგოლ ვაშაძე პარტიის მხარდამჭერების წინაშე წარსდგა და საარჩევნო გეგმები ისაუბრა. ვაშაძემ პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძემ და მურმან დუმბაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე და მისი ქვეყანაში დაბრუნებაზეც გააკეთეს აქცენტი.