22, ოქტომბერი 2018 14:02:00
თამარის დასახლებაში #34-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება 250 ბავშვზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, ასევე არჭურვილია სათვალთვალო ვიდეოკამერებით. სააღმზრდელო დაწესებულებაში ამ ეტაპზე 200 აღსაზრდელია დარეგისტრირებული. ბათუმში სულ 34 სააღმზრდელო დაწესებულებაა. 22-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.