22, ოქტომბერი 2018 20:02:00
რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანო ინიციატივაზე მუშაობს. სიახლე განათლების კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. საქართველოს მეცნიერებათა ერონულ აკადემიაში აჭარიდან 2 კვოტა იქნება გათვალისწინებული. რას შეუწყობს ხელს სიახლე და როგორ აფასებენ კანონპროექტს რეგიონის მეცნიერ მუშაკები?
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ნამდვილ წევრად ანუ აკადემიკოსად შესაძლოა აჭარიდან ორი წარმომადგენელი იყოს. ახალ ინიციატივაზე მუშაობა დაწყებულია. უახლოეს პერიოდში უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს წარადგენს, რომლის მიხედვითაც რეგიონის მეცნიერ მუშაკებს საშუალება ექნებათ წევრობაზე განაცხადი გააკეთონ.
დღეს აკადემიაში რეგიონიდან, ერთადერთი წევრ-კორესპონდენტია წარმომადგენელი. ვანო პაპუნიძე წლებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს. იგი სიახლის დადებით მხარეებზე საუბრობს.
ის, რომ აკედმიკოსთა რიგებში რეგიონის წარმომადგენლის ყოფნააუცილებელი და საჭიროა თანხმდებიან ეროვნულ აკადემიაში. პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე აჭარაში მოღვაწე მეცნიერების შრომებს და იმ შედეგებს უსვამს ხაზს, რასაც რეგიონი ბოლო წლებია დებს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეცნიერულ ცხოვრებაში - ასე აფასებს ახალ ინიციატივას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ინგა შამილიშვილი მსგავს ინსტიტუციურ წარმომადგნელობაში წევრის ყოფნას პირველ რიგში ადგილობრივ მეცნიერ-მუშაკებზე ხელშეწყობად აფასებს
კანონში ცვლილება საქართველოს პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარო. დამტკიცების შემთხვევაში აჭარაში მოღვაწე მეცნიერ-მუშაკებს შესაძლებლო ექნებათ აკადემიის ნამდვილი წევრობისთვის იბრძოლონ. აკადემიაში წევრად დამტკიცება არჩევის გზით , ფარული კენჭისყრით ხდება. ამ დროისთვის ს(ს)იპ-ში 14 ვაკანტური ადგილია.