23, ოქტომბერი 2018 14:07:00
განათლების ხელშეწყობის შესახებ აჭარის კანონში ცვლილებები იგეგმება. სიახლის შესახებ დღეს ვლადიმერ მგალობლიშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. საკითხს სამი მოსმენით უნდა მიიღონ. პირველი მოსმენა უახლოეს პლენარულს სხდომაზე გაიმართება. დღესვე ბიუროს სხდომაზე მთავრობის სტრუქტურის და უფლებამოსილების შესახებაც იმსჯელეს. დავით გაბაიძემ საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროებთან შერწყმაზე ისაუბრა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ცვლილება პირველ იანვრამდე უნდა უნდა დამტკიცდეს.