02, მარტი 2017 20:40:00
რა ნიშნით დაასაქმა აჭარის მთავრობამ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები და რა უჯდება რეგიონის ბიუჯეტს მათი შენახვა? ნაციონალური მოძრაობის წევრი აქცენტს, ანზორ თხილაიშვილზე, აკაკი ძნელაძეზე, სულხან ღლონტსა და ავთანდილ ბერიძეზე, ასევე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ უფროს მირანდა ჩარკვიანზე აკეთებს და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს განმარტებებს სთხოვს. რეზო ხარაზის განცხადებით, პატარაძემ ჯერ კიდევ საარჩევნო დაპირებების დროს განაცხადა, რომ ახალგაზრდების და გამოცდილი კადრების დასაქმებას შეუწყობდა ხელს, თუმცა ამის ნაცვლად მხოლოდ ყოფილი დეპუტატები და საჯარო მოხელეები დაასაქმა. ხარაზი მთავრობისგან დანაპირების შესრულებას მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობის განცხადებას უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.