25, ოქტომბერი 2018 19:19:00
გასაიდუმლოებული შეხვედრა, რომელის ამსახველი ფოტოსურათები სოციალური ქსელების და სააგენტო newsweekadjara-ს მეშვეობით გავრცელდა. სოფელ ხალაში, რესტორან „ხალაგრანდში“ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვების ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ ვახშამს 130-მდე ადამიანი ესწრებოდა და საერთო დანახარჯმა 6 ათასი ლარი შედგინა. მისივე თქმით, ანგარიშსწორება ამ დრომდე არ მომხდარა.
,,გუშინ წინ იყვნენ ჩვენ რესტორანში. რას აღნიშნავდნენ არ ვიცი. საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ ჰქოდნათ. შეკვეთა წინა დღით, ქობულეთის მერიიდან, ვინმე გივისგან მივიღეთ. თანხა ამ დრომდე არ არის დარიცხული. როგორც ვიცი, დღის ბოლომდე მოხდება ანგარიშსწორება,“- ამბობს რესტრონის დირექტორი ციცინო ლამპარაძე.
ვახშამს ქობულეთის მერის მოადგილეც ესწრებოდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ წვეულების გამართვის მიზნობრიობის შესახებ არაფერი იცის.
„სულ ათი წუთით ვიყავი ვახშამზე, დიდხანს არ გავჩერებულვარ, კონკრეტულად არავის დავუპატიჟებივარ, უბრალოდ შევიარე, რადგან იქ ჩვენი თანამშრომლები იმყოფებოდნენ“- ამბობს დავით ვერულძე.
მისივე მტკიცებით, წვეულება ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.
შეხვედრას ქობულეთის მერიც ესწრებოდა. მირიან ქათამაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა უწყების ადმინისტრაციის უფროსმა გივი ვერულიძემ.
წვეულებას ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრები ფატი ხალვაში და კობა ნაკაიძე ესწრებოდნენ. ვახშამზე აჭარის მთავრობის თავჯდომარეც იმყოფებოდა.
ისაუბრეს თუ არა ვახშამის დროს წინასაარჩევნო პროცესზე და სამზადისზე უცნობია.
მთავარი ფოტო: მთავრობის წარმომადგენლები ვახშამზე - newsweekadjara