28, ოქტომბერი 2018 12:04:00
საპრეზიდენტო არჩევნებზე არჩევანი გააკეთა ბათუმის მერმაც. ლაშა კომახიძე 65-ე საარჩევნო უბანზე ზუსტად 9 საათზე გამოცხადდა. კენჭისყრის ადგილას მერი მეუღლესთან ერთად მივიდა. კომახიძის თქმით, მან ხმა ქვეყნის განვითარებას მისცა. ლაშა კომახიძემ მოსახლეობას არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა.