28, ოქტომბერი 2018 20:10:00
683 ამომრჩეველი გამოცხადდა ბათუმის 12 ე უბანზე. საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. უბანზე დარღვევა არ დაფიქსირებულა და არც საჩივარი დაწერილა. საარჩევნო უბანი 20 საათზე დაიხურა. აქ 1502 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. გამოცხადებული ამომრჩევლებიდან 390 ქალია.