ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

არჩევანი 2018

28, ოქტომბერი 2018 20:05:00

ქვეყნის მომავალი ევროპული არჩევანი,ქართული ტრადიციები, ძლიერი საქართველო - ეს ის არჩევანია, რომელზეც სხვადასხვა მაღალი რანის პირები შეჩერდნენ. რა განცხადებები გააკეთეს ქვეყნის და  რეგიონის მაღალჩინოსნებმა კენჭისყრის შემდეგ ?

თუ კი გიორგი მარგველაშვილის რჩეული კანდიდატი პრეზიდენტი გახდება, ფიქრობს, რომ ყველას მთავარსარდალი იქნება და ამის არ შეეშინდება. 

ქართულ ტრადიციები და ევროპულ კურსი - ასეთია პრემიერ მინისტრის არჩევანი, რომელსაც მამუკა ბახტაძის შეფასებით საქართველო საუკუნის წინ დაადგა. 

აცხადებს, რომ ევროპულია მისი არჩევანიც. ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ დღეს ყვეყანა საბოლოოდ იტყვის უარს სიცრუესა და ძალადობაზე. თითქმის დარწმუნებულია, რომ მეორე ტური არ დაინიშნება.  

ხმის მისაცემად მისულმა მაღალჩინოსნებმა თავიანთ არჩევანზე ისაუბრეს რეგიონშიც. ევროპული ღირებულებები აღმოჩნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევანიც. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე დავით გაბაიძე აცხადებს, რომ მისი ხმა ქვეყნის ბედნიერ და მშვიდ მომავალს ერგო.  

მე მივეცი ხმა ქვეყნის განვითარებას - ასეთია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის არჩევანი დღევანდელ კენჭისყრაზე.   

ხმის მიცემის შემდეგ საჯარო განცხადება გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში, თუმცა ლევან ვარშალომიძეს არ უსაუბრია, როგორია მისი არჩევანი. იგი მხოლოდ მოწოდებით შემოიფარგლა.

ჩვენს მიერ ჩაწერილი რესპონდნეტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არჩევანი ევროპული კურსია. როგორი იქნება საბოლოო შედეგი, ჯერ ცესკო, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს. 


დღის ამბები