29, ოქტომბერი 2018 14:07:00
ბათუმის ოლქში საპრეზიდენტო არჩევნებზე 19 საჩივარი დაიწერა. იურისტის სულიკო შვენთიძის თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა. 5 საჩივარი დაიწერა შუახევის ოლქში. აქაც განმარტავენ, რომ დარღვევები შედეგებზე ზემოქმედებას ვერ იქონიებს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით საოლქო კომისიებს განხილვისთვის ორ დღიანი ვადა აქვს. ვრცლად თემაზე მომდევნო გამოშვებაში.