ორშაბათი 19, აგვისტო 2019

ოლქებში საჩივრების განხილვა ხვალიდან დაიწყება

29, ოქტომბერი 2018 20:02:00

საჩივრების განხილვა ხვალიდან დაიწყება. მანამდე კი მაცნეს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოგიყვებით, რა სახის ხარვეზები დაფიქსირდა  5-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედ  ოლქში? რა დარღვევებზე გაამხვილა ყურადღება დამკვირვებლებმა და რა ვადებში განიხილება პრეტენზიები ?

კომისიის წევრის მიერ მოვალეობის შუსრულებაზე უარის თქმა, მოვალეობების შესრულებისას გამოვლენილი ხარვეზები , ბიულეტენებსა და უბანზე მისულ ამომრჩველებს შორის დისბალანსი,  - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა ოლქში კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა.  ყველაზე მეტი 19 საჩივარი, ბათუმის 79-ე ოლქში შევიდა. მათი უმეტესობა ნაციონალურ მოძრობას ეკუთვნის. დარღვევებზე ოლქს საიამ და სამართლიანმა არჩევნებმაც მიმართეს. 

15 საჩივარი დაიწერა ქობულეთის ოლქში. აქაც განმარტავენ,რომ დარღვევები ტექნიკურ ხასიათისაა. გელა ხახნელიძის თქმით აღნიშნული ხარვეზები შედეგზე გავლენას არ იქონიებს.

შედარებით ნაკლები საჩივარი დაიწერა ხელვაჩაურში. 7-დან 5 ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, თითო-თითო კი საია-ს და სამართლიან არჩევნებს. 

5 საჩივარი დაიწერა შუახევის ოლქში. დარღვევების შესახებ ოლქს აქაც ნაციონალურ მოძრაობამ აცნობა. 
თითო-თითო საჩივარი დაიწერა ქედასა და ხულოში. დარღვევებთნ დაკავშირებით ოლქებს სამართლიანმა არჩევნებმა მიმართა. აღნიშნული საჩივრები კენჭისყრის დღეს დარღვევბის შეეხება. აჭარაში მოქმედ 6ვე ოლქში აცხადებენ, რომ ხმის დათვლის პროცედურასათან დაკავშირებით საჩივრები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. კოდექსის მიხედვით კომისიას საჩივრების განხილვისთვის ორი დღე აქვთ. ოლქებში შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 11 დღის ვადაში უნდა შეადგინონ. 


დღის ამბები