შაბათი 24, აგვისტო 2019

რატომ ლიდერობს სახელისუფლებო კანდიდატი ყველა არჩევნებზე აჭარის მთიანეთში

29, ოქტომბერი 2018 20:05:00

ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო არჩევნების პირველი ტური მაღალმთიან აჭარაში. აქ ტრადიციულად  ყოველ არჩევნებზე მმართველი გუნდი სადავეებს ინარჩუნებს. როგორ აფასებენ შედეგებს ოპოზიციაში? და რამდენი საჩივარი დაიწერა ოლქებში ?

მაღალმთიანეთის სამი მუნიციპალიტეტიდან სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი ხმა ქედაში მისცეს. აქ მას ამომრჩეველთა 50,6% - მა დაუჭირა მხარი. ასევე პროცენტულად მთიანეთიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქედაში მოიპოვა გრიგოლ ვაშაძემაც, რომელიც შედეგებით  მეორე ადგილზეა გასული. 

აჭარის მთაში, ზურაბიშვილმა ყველაზე ნაკლები ხმა შუახევში მიიღო, სულ 47,04%, ხოლო ხულოში მას 49,6% -მა დაუჭირა მხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ხმათა უმრავლესობით მთიანეთში ზურაბიშვილი ლიდერობს, ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძის შედეგებს გამარჯვებად თვლის და აცხადებს, რომ არასამართლიანი ფონი, რაც ხელისუფლებამ შექმნა ეს შედეგები გამარჯვების ტოლფასია.

შუახევის საკრებულოს წევრი და პარტიის თავმჯდომარე სოსლან ზოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ აჭარის მთაში არამარტო ამომრჩეველი მოისყიდა, დააშინა კიდეც.

ოპოზიცია არსებული შედეგებით კმაყოფილია. რატომ ლიდერობს სახელისუფლებო კანდიდატი ყველა არჩევნებზე აჭარის მთიანეთში - კითხვაზე ისინი ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დაშინებისა და მოსყიდვის შედეგია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებს შორის, ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის მთიანეთში წელს დაფიქსირდა. 

 


დღის ამბები