29, ოქტომბერი 2018 20:01:00
არჩევნები დასრულდა და ახლა მესამე სექტორის წარმომადგენლები კენჭსყრის პროცესს აფასებენ. „ხარვეზები დაფიქსირდა თუმცა პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“ . თითქმის ყველა რეგიონული არასამათვარობო ორგანიზაცია ასე კომენტირებს. მესამე სექტორი მთავარ ხარვეზად საარჩევნო უბნებზე მიკროავტობუსებით ამომრჩეველთა მობილიზებას მიიჩნევს. რამდენი საჩივარი დაწერეს დამკვირვებლებმა და რა სახის?
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით სულ 12 საჩივარი დაიწერა, თუმცა არცერთი აჭარაში. მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ, ბათუმის 25-ე, და 17-ე უბნებზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პრობლემატურად მიიჩნია ასევე უბნებზე მიკროავტობუსებით ამომრჩეველთა მობილიზება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებში“-ც პრობლემურ საკითხად აგიტატორებისა და კოორდინატორების მიერ მიკროავტობუსების მობილიზება მიიჩნიეს. მადონა ბერიძის თქმით, რეგიონში მხოლოდ 6 საჩივარი დაწერეს. ადმინისტრაციული და პროცედურული ხასიათის.
პროცედურული ხასიათის დარღვევებზე აქცენტირდნენ საქართველოს იურისთთა ასოციაციაში. ორგანიზაციამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 საჩივარი დაწერა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბათუმში სულ 103 სააღჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცედურებს ქვეყნის მასშტაბით 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 ათასზე მეტი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.