სამშაბათი 20, აგვისტო 2019

აჭარის მთავრობის სხდომა - 2019 წლის რეგიონის პრიორიტეტები

31, ოქტომბერი 2018 20:07:00

რეგიონის ყველაზე გავლენიანი  ფიგურა თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩვენების შედეგები მმართველი გუნდის შეცდომებმა გამოიწვია. თორნიკე რიჟვაძემ შეფასება მთავრობის სხდომაზე გააკეთა. დღესვე მინისტრთა კაბინეტის წევრემა მომავალი წლის  ბიუჯეტი და პრიორიტეტები განიხილეს. რაში დაიხარჯება თანხები? 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებით დაიწყო თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომა. ამბობს, რომ ვითარება რომელიც ხალხის არჩევანმა აჩვენა მმართველი გუნდის შეცდომებმა გამოიწვია. კონკრეტულად კი საქმე ეხება საკითხებს, რომლებზეც დროული რეაგირება არ მოხდა. რეგიონის პირველმა პირმა პრობლემები კომუნიკაციის არ ქონას დაუკავშირა. ის რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 50-% ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, იმ ფაქტორ უკავშირებს, რომ მათ ამომრჩევლების მობილიზება შესაბამისად ვერ მოახერხეს. 

უპასუხოდ არ დაუტოვებია კთხვა, თუ რას უკავშირდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციაში ამომრჩეველთა სიების შეგროვება. რეგიონის პირველ პირს მიღწევად მიაჩნია, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა და სუბიექტები თანაბარ პირობებში იბრძოდნენ. შედეგების მიუხედავად აცხადებს, რომ მეორე ტურში იმ არჩევანს ვიხილავთ, რომელიც პირველივე ტურში ელოდნენ.

მთავრობის სხდომაზე დღეს მთავარი საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტები იყო. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, წარმომადგენლობითი ხარჯები 1 მლნ ლარით მცირდება. ბიუჯეტი 726  ათასი ლარით მცირდება, შრომის ანაზღაურების ნაწილში. მომდევნო წლისთვისაც მთავარი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტებია. 10 მლნ ლარამდე იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება. საერთო ჯამში რეგიონის ფინანსური დოკუმენტი 217 მლნ 641 200 ლარი იქნება. 

2019 წლის ფინანსური დოკუმენტის უმაღლეს საბჭოში გადაგზავნისთვის მთავრობას ვადა დღეს ეწურება. წარმომადგენლობით ორგანოს ბიუჯეტის პროექტის გასაცნობად  21 დღე აქვს. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში დოკუმენტი ბიუროს ეგზავნება და შემდეგ მთავრობას უკან უბრუნდება. რეგიონის ხელისუფლებას შენიშვნების შესასწავლად და გასათვალისწინებლად ორკვირიანი ვადა აქვს. 


დღის ამბები