01, ნოემბერი 2018 17:10:00
ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით 12 კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ. სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრები გამოვიდნენ.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით 12 კონფერენცია სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მან უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურის დაუყოვნებლივ შექმნა მოითხოვა. მისი განცხადებით, უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებმა უსაფრთხოების კუთხით ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. მისივე განცხადებით, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უშიშროების საბჭოს გაუქმება, სტრატეგიული პარტნიორებისგანაც პრობლემად არის აღიარებული.
საქართველოს “ ნატო“-სთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.
პრემიერ მინისტრმა საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება. ამბობს, რომ ქართველი სამხედროები სამაგალითო სამსახურმა მეომრებს სახელი გაუთქვა, როგორც უშიშარ და თავდადებულ ჯარისკაცებს. პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
საქართველოს პრემიესრ მინისტრმა ასევე, ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ისაუბრა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწიროა დაინერგოს „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპიც.
პრემიერი აშშ-ის ეროვნული უშიშორების მდივნის, ჯონ ბოლტონის ვიზიტსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები ქვეყანას ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანაში დაეხმარება.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით 12 კონფერენცია ხვალ, დასრულდება.