01, ნოემბერი 2018 17:09:00
სოციალური ქსელი ძალიან დამძიმდა სიძულვილის ენით. ,,ქართული ოცნების“ წევრები სამოქალაქო შუღლის გაღვივებას ცდილობენ. აღნიშნული განცხადება დღეს ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისში მედეა ვასაძემ გააკეტა. მან ბრიფინგზე რამდენიმე ადამიანის ფეისბუქ განცხადებები თვალსაჩინოებად წარმოადგინა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა. მედეა ვასაძის მტკიცებით აღნიშნული თანამდებობის პირების განცხადებები საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. მმართველ გუნდში ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ განცხადებას არ უპასუხეს.