პარასკევი 23, აგვისტო 2019

ორი მილიონი ევრო ქედას და მოსახლეობა დაფინანსების მოლოდინში

01, ნოემბერი 2018 20:01:00

სოფლებისა და დაბების განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტს ევროკავშირმა დაახლოებით ორი  მილიონი ევრო გამოუყო. რა მიმართულებები დაფინანსდება?  რა ეტაპზეა პროექტი და ვინ მიიღებს გრანტს?   გთავაზობთ სიუჟეტს მაღალმთიანი აჭარიდან

აჭარის მთიანეთში, საოჯახო ტიპის სასტუმრო პირველმა,  სოფელ გობრონეთში მცხოვრებმა ზებურ ბოლქვაძემ მოაწყო და ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, თითქმის ორი ათეული წელზე მეტია მასპინძლობს. საცხოვრებელ სახლში ვიზიტორებისთვის ფართობის მოწყობა, ჯერ კიდევ, 2005 წელს, მონტენეგროში სპეციალური მისიით მყოფმა გადაწყვიტა და იდეაც მალე რეალობად აქცია. ახლა, საოჯახო ბიზნესის გაფართოებას ცდილობს, სურს მთაში ასული ვიზიტორებისთვის, ადგილობრივი ყოფის ამსახველი რეალური სურათი, ეთნო კუთხით შექმნას და საოჯახო სასტუმროს გვერდით, იქ სადაც ბოსტნეული, თუ გასაყიდი თამბაქო გამოჰყავს - ბეღელი, სამჭედლო, არყის სახდელი ოთახი და ხის ქოხი ძველი არქიტექტურული სტილით მოაწყოს. იდეა დასაფინასებლად უკვე წარადგინა და დაფინასებას ევროკავშირისგან, ქედის მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი გრანტიდან ელოდება.

ევროკავშირმა 2 მილიონი ევრო, მუნიციპალიტეტს, პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ქედაში“ ფარგლებში გამოუყო. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში, დაფინანსების მოპოვებას და იდეის რეალობად ქცევას ზებურის გარდა, ქედაში 316 - მდე მოქალაქე ელოდება. ვინ მიიღებს დაფინასებას და რა პროექტი დაფინასდება ამას ლაგის მმართველთა საბჭო და შემფასებელი კომისია გადაწყვეტს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, დასაფინასებლად შესული იდეებიდან სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის განვითარებაზე შესული იდეები ჭარბობს, პირველ ეტაპის იდეების კონკურსში გამარჯვებული კი 20 ნოემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე ამბობს, რომ კომისია ობიექტურად შეაფასებს და ის იდეა გაიმარჯვებს, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და პროექტის შესაბამისი იქნება. 

ევროკავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების გაძლიერებისთის გამოყოფილი ორი მილიონი ევროდან, პროექტების დაფინანსებაზე ერთი მილიონი ევრო დაიხარჯება.

 


დღის ამბები