01, ნოემბერი 2018 20:03:00
,,აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის“ შენობა რეაბილიტაციის მოლოდინში. საგანმანათლებლო დაწესებულებაში კედლებიდან ბათქაში ცვივა, დაზიანებულია იატაკი, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. შენობაში, სადაც 109 ბავშვი სწავლობს, გათბობის სისტემაც არ არის. როდის ჩაუტარდება რეაბილიტაცია ნაგებობას?
80-იან წლებში აშენებულ ნაგებობაში 2010 წლიდან ,,აჭარის ხალხური ხელოვნების“ სკოლა ფუნქციონირებს. შენობაში დღემდე კარგადაა შემორჩენილი გასული პერიოდის ნაშთები. კედლებიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული იატაკი, კიბე და მოაჯირები- საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეს ასეთი ვითარებაა.
სკოლაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს დირექტორი. აღნიშნავს, რომ გაკვეთილების ჩატარება განსაკუთრებით ზამთარში რთულდება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არის გათბობის სისტემა, რის გამოც კონდიციონერებს იყენებენ. ეს კი მისი თქმით,. კლასების გათბობას ვერ უზრუნველყოფს.
რომ არა ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარული, აქ სწავლას შეწყვეტდნენ- ამას მოსწავლეები ჩვებნთან საუბრისას ყვებიან. ამბობენ, სამომავლოდ ბევრი იდეა აქვთ, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები მათ განხორციელებაში ხელს უშლით.
აჭარის განათლების , კუკტურისა და სპორტის მინისტრის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე პროექტი უნდა შეიძინონ. თუმცა როდის- ინგა შამილიშვილი თარიღს ვერ აკონკრეტებს.
,,აჭარის ხელოვნების ფოლკლორულ სკოლაში“ ეთნოგრაფიული მუზეუმიც ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხალხური საკრავებისა და სიმღერების ტრადიციულ და სასცენო ჩამულობა-აღკაზმულობის დიზაინის სპეციალობებს 109 მოსწავლე ეუფლება.