ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

ახალწლამდე ორი თვით ადრე დაჯავშნილი ნომრები გოდერძიზე

07, ნოემბერი 2018 20:01:00

მიუხედავად  იმისა, რომ კურორტ გოდერძზე სასტუმროების მშნებელობლობა აქტიურად მიმდინარეობს, დასასვენებელ ადგილას მისვლა დიდძალისხმევას უკავშირდება. საქმე ისაა ,რომ კურორტთან დამაკაშირებელი გზა  ავარიულ მდგომარეობაშია.  აქ  გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ჭირს, მაშინ როცა ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. როგორ ემზადება გოდერძი ტურისტების მისაღებად ?

სამთო - სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ვიზიტორებს წელს, ახალ მოწყობილ სასტუმრო კომპლექსშიც მიიღებს. კურორტის ადმინისტრატორის ინფორმაციით, დეკემბრისა და იანვრის თვისთვის, აქ თითქმის ყველა ნომერი დაჯავშნულია, უცხო ქვეყნიდან განხორციელებულ ჯავშნებს შორის კი უკრაინიდან, რუსეთიდან, ამერიკასა და გერმანიიდან განხორციელებული დაკვეთა ჭარბობს. 

„გოდერძი რიზორტის” დირექტორის მოადგილე, განმარტავს, რომ ვიზიტორებს ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმო მოემსახურება და დასძენს, ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტის განაშენიანების გეგმით ხორციელდება.

ლაშა ბოლქვაძის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც კურორტს ამ დროისთვის აქვს, კურორტის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი, ბათუმი - ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზაა, რომელიც ავარიულია.

კურორტის მუშაობას ეკონომიკის სამინისტროს შეპეს „გოდერძი რიზორტი“ და „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ უზრუნველყოფს. „გოდერძი რიზორტის“ - კომპეტენციაში, მოქმედი კოტეჯებისა და არსებული კომუნიკაციების ფუნქციონირებაა,  რაც შეეხება „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ ის სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზის გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი, ამ კომპანიის წარმომადგენლის თქმით საბაგირო გზა გამართულია და მას ყოველდღიურად ამოწმებენ. 
კურორტზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ათი სასტუმრო კომპლექსი შენდება, მათგან ყველაზე მაღლივი კორპუსი ექვს სართულიანია. მშენებლობას რამდენიმე კომპანია აწარმოებს. 

კურორტის განაშენიანება, კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ დამუშავებული გეგმით ხორციელდება, ამ გეგმით კურორტზე, დამატებით სამი საბაგირო გზის მოეწყობაა დაგეგმილი, მათგან ერთ-ერთით კურორტი მწვანე ტბას უნდა დაუკავშირდეს.
„გეოგრაფიკმა“ სახელმწიფო დაკვეთით, კურორტი აჭარის მღალმთიანეთში - სოფელ დანისპარაულიდან, ჭანჭახის მთის ჩათვლით, სულ 600 ჰექტარზე დააგეგმარა. აჭარის მთაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე არსებული სათხილამურო კურორტ  „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად დეკემბერში გახსნება.