08, ნოემბერი 2018 17:05:00
ბათუმში მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელები” დაარსდა. ყოფილი პარლამენტარები და რიგითი ბათუმელები დღეს მოძრაობის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ.ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულები არიან, თუმცა ამჯერად სწორედ იმ ხელისუფლების მხარდაჭერას აპირებენ, რომლის მიმართაც ბევრი პრეტენზია აქვთ, რადგან ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა.