სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

პრემიერი: სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

08, ნოემბერი 2018 17:03:00

2019-2020 წლებში 7 526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსაც. ასევე, 1-ელი იანვრიდან იგეგმება ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაზე და განაცხადა, რომ 2020 წლისთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებები შესრულდება.

ავტორი(ები)

128

დღის ამბები