სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

რა შეცდომები დაუშვა ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლებამ

08, ნოემბერი 2018 20:04:00

ახლა კი  გთვაზობთ სიუჟეტს, რომელშიც მესამე სექტორი აფასებს სააკაშვილის და მარგველაშვილის მმართველობის პერიოდებს. ჩვენი ჟურნალისტი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა.  

სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლების შეზღუდვა, ინსტიტუტების უზურპაცია  ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ხალხთან კომუნიკაციის არ ქონა- ეს ის საკითხებია,   რომელზეც დემოკრატიის ინსტიტუტში  მოქმედი და  წინა ხელისუფლების შეფასებისას ამახვილებენ ყურადღებას. მესამე სექტორის წარმომადგენელს  სააკაშვილის რეჟიმის პირობებში პოლიტიკური დევნის მაგალითად 7 ნოემბერი და 26 მაისი მოჰყავს. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში კი არჩილ ხახუტაიშვილი  ყველაზე დიდ შეცდომად ხალხთან კომუნიკაციის არ ქონას ასახელებს. 

სააკაშვილის და მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდების შედარებისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომში“ შეუსრულებელ დაპირებებზე აქცენტირდებიან. ირმა ზოიძე მთავარ პრობლემად ასევე ადამიანების უფლებების უგულებელყოფას მიიჩნევს. 

 „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრში“ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების შედარებისას რადიკალურ განსხვავებებს ვერ ხედავენ. მერაბ ღოღობერიძე თვლის, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სახელმწიფო ჩაშვების და დაკავების ინსტიტუტად აქცია, ხოლო დღევანდელი მმართველობის პერიოდში საკადრო პოლიტიკა მოისუსტებს. 

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის სათავეში  2003 წელს მოვიდა. სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმი „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შეცვალა. 

ავტორი(ები)

207

დღის ამბები