09, ნოემბერი 2018 14:12:00
საქართველოში დუალური განათლების სისტემა ინერგება. საგანმანათლებო პროცესში პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სუბიექტებს შორის შუამავლის ფუნქცია სამრეწველო პალატას დაეკისრება. „ისწავლე და იმუშავე“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც სასწავლო დაწესებულებებში დაინერგება. კურსის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლის პარალელურად თავიანთ პროფესიაში დახელოვნდნენ. ამ მიზნის განსახორციელებლად პროფესიული სასწავლებლების მონაწილეობით სავაჭრო სამრეწველო პალატამ საკორდინაციო საბჭო შექმნა.