12, ნოემბერი 2018 14:13:00
,,გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი ბიძინა ივანიშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, 2012 წლიდან დღემდე აჭარაში ივანიშვილმა და მასთან დაახლოვებულმა პირებმა სხვადასხვა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, თუმცა ხელშეკრულების პირობები ყველა შემთხვევაში დარღვეულია. საუბარია 110 000-მდე კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, სადაც მისი ინფორმაციით, საწარმოების მშენებლობა იყო დაგეგმილი. მურმან დუმბაძეს აინტერესებს რატომ არ რეაგირებს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო? თემაზე საპასუხო კომენტარს აჭარის მთავრობიდან ამ დრომდე ველოდებით.