13, ნოემბერი 2018 14:09:00
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლება იქნება მრავალპარტიული და კოალიციური, რომელიც განავითარებს ცოდნას და არა მარიხუანას პლანტაციების ეკონომიკას. საპრეზიდენტო კანდიდატი ირწმუნება, რომ განათლების სფეროს დაფინანსება გაორმაგდება. ასევე აღნიშნა, რომ სკოლის მასწავლებლების ხელფასი ათას ლარს გაუტოლდება.