13, ნოემბერი 2018 17:03:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდზე ჩატარებული აუდიტის ფარგლებში 417 დარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს. ცენტრალური ბიუჯეტის ფარგლებში დაფიქსირდა აღრიცხვა-ანგარიშგების 119 და საბიუჯეტო რესურსების მართვის 39 დარღვევა. აუდიტის სამსახურმა ოფიციალურ ვებგვერდზე დარღვევათა სრული სია განათავსა. ცნობისთვის 2016 წელს აუდიტის სამსახურმა71 მილიონი ლარის მოცულობის დარღვევები აღმოაჩინა.