15, ნოემბერი 2018 12:43:00
ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავჯდომარეა გამოსახული. ბანერებზე საპრეზიდენტო კანდიდატის ფოტო საერთოდ არ არის, უფრო მეტიც, მისი სახელი და გვარი პატარა შრიფტით არის დაწერილი. "პრინციპული არჩევანი - ღირსება, თავისუფლება, განვითარება" - ასეთი სლოგანით ბანერები ბიძინა ივანიშვილის ფოტოებით ქვეყნის მასშტაბით თიქმის ყველა ქალაქშია. ცნობისთვის არჩევნების პირველ ტურამზე ზურაბიშვილის სლოგანი "ერთად საქართველოსთვის" იყო.