06, მარტი 2017 17:10:00
გვიანიძეების სოციალურად დაუცველი ხუთწევრიანი ოჯახი დახმარების მოლოდინშია. ოჯახი 6 თვეა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. თენგიზ გვიანიძის მეუღლე ამბობს, რომ გასულ წელის ოქტომბერში სოციალურმა სააგენტომ მათ ოჯახს სამხედრო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიები ერთდოულად შეუწყვიტა. ლუიზა აბრამიშვილის თქმით, შეწყვეტის მიზეზი დოკუმენტების გადამოწმება დასახლედა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ თენგიზ გვიანიძის დოკუმენტები 90-იან წლებში წყალდიდობიასა დაიკარგა. ოჯახი სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელობის უხეშ დამოკიდებულებაზეც საუბრობს. საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა. ბონდო თედორაძე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.