16, ნოემბერი 2018 17:02:00
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ახალი ინიციატივები გააცნო. ამ ეტაპზე განახლებული პროგრამებით, უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 6000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. შეხვედრის შესახებ „TV 25“ ინფორმირებული არ ყოფილა, შესაბამისი მასალა სამინისტროს პრესცენტრმა მოგვაწოდა.