16, ნოემბერი 2018 20:00:00
19 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების მუსიკალურ ცენტრში რუჯერო ლეონკავალოს ორმოქმედებიანი ოპერა „ჯამბაზების“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და საოპერო დასის სოლისტები მონაწილეობენ. პრემიერაში ასევე, ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა გუნდიც ჩაერთვება.