19, ნოემბერი 2018 20:06:00
მთავრობის ინიციატივას აფასებენ მესამე სექტორში. ჩვენმა ჟურნალისტმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჰკითხა - რას უკავშირდება ბახტაძის მიერ გაჟღერებული სიახლე და შეაცვლის თუ არა იგი ქვეყანაში არსებულ რეალობას.
ეს არის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მომხმარებლის გულის მოგებისკენაა მიმართული - აცხადებენ ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“. მადონა ბერიძის თქმით, გადაწყვეტილება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის კუთხით. აქ მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციული შინაარსის ელემენტსაც შეიცავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართელოში“ კი პროკურატურას, ფაქტის დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ.
იდეა მოსწონთ ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“, თუმცა აქ ყურადღებას განცხადების გაკეთების დროზე აკეთებენ. არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ ოპონენტს არათანაბარ პირობებში აყენებს და მიიჩნევს, რომ დაანონსებულმა სიახლემ შესაძლოა არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.
პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას არჩევნების მეორე ტურს უკავშირების ადამიანის უფლებადამცველიც. თამაზ ბაკურიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს, წინააღმდეგ შემთვევაში მათ მომდევნო არჩევნებამდე არსებული რეიტინგის კლებას უწინასწარმეტყველებს.
პრემიერი ინფორმაციით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებაში, მათ ფონდი ,,ქართუ“ დაეხმარება,რომესაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ეს უკანასკნელი კი, ამავდროულად ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა.