22, ნოემბერი 2018 17:05:00
გიორგი ბრწყინვალის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე კოლექტორების, გზისა და ტროტუარების მოწყობა იგეგმება.სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. გიორგი ბრწყინვალის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 2 მილიონ 138 ათას 688 ევრო დაიხარჯება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ განახორციელებს.