12, იანვარი 2017 05:12:00
„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ბედი კვლავ გაურკვეველია. მერია წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს, მშენებლობა კი შეჩერებულია. ბათუმის თვითმართველობაში ისევ გვარწმუნებენ, რომ „კონვენტ ჯორჯიასთან“ სამართლებრივი ურთიერთობა დაიწყო. თანხის დასაბრუნებლად პროცედურები დაწყებულია გარანტორ ბანკთანაც. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ოპოზიციას თანხის დაბრუნებაში ეჭვი ეპარება. საკრებულოს წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ მერია გადარიცხულ მილიონს ვერ დაიბრუნებს, რადგან არის მაგალითები, როცა მსგავსი სამართლებრივი დავა თვითმმართველობამ სასამართლოში წააგო.