28, ნოემბერი 2018 14:14:00
დაპირისპირება ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე. ერთმანეთს მმართველი გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ინცინდენტის ადგილზე ,,ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ჭიშვილი და აჭარის უმაღლეის საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი მივიდნენ. მათი მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციის წევრების მხრიდან სიების გატაცება გფადა. კოორდინატორს ის ფურცლები წაართვეს, რომლებზეც მხარდამჭერების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრები ეწერა. დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ კანონდარღვევა არ ყოფილა და სიების უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ. „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ ამბობენ, რომ დოკუმენტები არავისთის წაურთმევიათ და ისინი მათ მოქალაქეებმა თავიანთი სურვილით გადასცეს. ,,ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირი, რომელსაც აღნიშნული სიები ჰქონდა, პოლიციაში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება. ოპოზიციამ აქვე „ქართული ოცნება“ ე.წ. ,,კარუსელის“ მცდელობაშიც დაადანაშაულა.