28, ნოემბერი 2018 17:01:00
ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში 44 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს. მანქანაში გარდაცვლილი პოლიციელებმა იპოვეს. მოკლულის ძმის ინფორმაციით, ის დილით საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იყო, თავს კი სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ. პოლიციამ ადგილზე 4 ვაზნა ამოიღო. შსს ს ინფორმაციით გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია და სამართალდამცავები ამ დროისთვის მას უკვე ეძებენ.