30, ნოემბერი 2018 14:28:00
როგორ მოახდენს ბათუმის მერია გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას - ამ წესების დამტკიცების გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. პროექტის ინიციატივა ბათუმის მერს ეკუთვნის. სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ბათუმის მერია ცამმეტი ჩამოწერილი სტრანასპორტო საშუალებიდან, ხუთ მუნიციპალურ ავტობუსს ფოთის მერიას საჩუქრად გადასცემს, დანარჩენ, სხვადასხვა სახის მსუბუქ ავტომანქანას კი გაყიდის. დღევანმდელ საკრებულოს სხდომას გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ.