04, დეკემბერი 2018 14:11:00
ყოფილი სამხედრო ბაზის შენობასთან შეკრებილი რამდენიმე ოჯახი დახმარებას ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობას სთხოვენ. მოქალაქეები შენობაში შეჭრას უკვე მესამედ ცდილობენ. ისინი ადგილზე ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მისვლას ითხოვენ. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, არიან სოციალურად დაუცველები და ქირის გადახდას ვერ ახერხებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მხოლოდ ეკომიგრანტებისთვისაა განკუთვნილი. სამხედრო ბაზის შენობაში, დაახლოებით 30 ოჯახი გუშინ, გვიან ღამით შეიჭრა, მოგვიანებით კი მათ ობიექტი დაატოვებინეს.