ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

06, დეკემბერი 2018 14:07:00

ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის აწყობის პროცესი მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში 36 ქუჩაზე განათებები მონტაჟდება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ ნაძვის ხე ოფიციალურად 25 დეკემბერს აინთება. საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების მონტაჟისათვის 428 000 ლარია გათვალისწინებული.