ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

აპრილიდან მძღოლებს მარიხუანას ტესტზე შეამოწმებენ და დააპატიმრებენ

06, დეკემბერი 2018 14:08:00

1-ელი აპრილიდან სისხლის სამართლის წესით დაისჯება მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იქნება. საქართველოში სპეციალურ ტესტს შემოტანენ, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით ქართული მხარე მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ავტორი(ები)

179