ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

შეხვედრა ინტეგრირებული ტრანსპორტის შესახებ

07, დეკემბერი 2018 14:07:00

ინტეგრირებული სატრანსპორტო ქსელი რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში  - თემაზე ბათუმში, გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.  ინსტიტუციონალური მოდელის მიზანი აჭარის მუნიციპალიტეტებსა და მთავრობისთვის რეგიონის მასშტაბით სამგზავრო ტრანსპორტის სააგენტოს ერთიანი მოდელის შეთავაზებაა. აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის უწყებებთან ერთად მეხუთედ განიხილეს. შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები პროექტის განხორციელების მიზნით, პირველ ნაბიჯებს 2019 წლისთვის გადადგამენ.