ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

სპიტაკის მიწისძვრა

07, დეკემბერი 2018 14:03:00

სომხურმა დიასპორამ 1988 წლის 7 დეკემბერს სპიტაკის ტრაგედია გაიხსენეს. ამ დღეს მიწისძვრის დროს 25 000 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი. ნაწილობრივ დაინგრა სხვა ქალაქები. სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა დღეს ტაძარში ჩატარებულ პარაკლისზე ტრაგედია გაიხსენა. იეღიშე სარგისიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკას საქართველომ მნიშვნელოვაი თანადგომა გაუწია.