07, დეკემბერი 2018 17:05:00
„ლუსტრაციის კანონი, როგორც ისტორიის გააზრება“ - ამ თემაზე სემინარი ჩატარდა. შეხვედრაზე ლუსტრაციის კანონის მიღებაზე და მის დადებით მხარეებზე ისაუბრეს. ლუსტრაციის პროცესი ისტორიის სრულ გააზრებასა და დოკუმენტებთან წვდომას გულისხმობს. საქართველოში ამ კანონზე საუბარი 1980-იან წლებში დაიწყეს. სემინარს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი უძღვებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.