07, დეკემბერი 2018 17:06:00
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, პირადობის ელექტრონულ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.