11, დეკემბერი 2018 14:33:00
ვებგვერდი, რომელზეც სესხების განულებაზე ინფორმაციაა მოცემული, უკვე ამოქმედდა. vali.ge-ზე ექვსი ბანკის მომხმარებელთა მონაცემებია განთავსებული. მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ გადაამოწმონ ე.წ. ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობენ თუ არა. შეგახსენებთ, რომ შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის ვალის განულებაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა 19 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.